სასწავლო-გასვლითი პრაქტიკა

21 მაისი 2026 წელი
2026 წლის 16–18 მაისს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის — „ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა)” ფარგლებში განხორციელდა სასწავლო-გასვლითი პრაქტიკა. სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მოინახულეს საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები — მონასტრები, ტაძრები და ისტორიული ადგილები, მათ შორის: უბისი, ტიმოთესუბანი, კუმურდოს ტაძარი, დაბის წმინდა გიორგის ეკლესია, სადგერი, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინებისა და ვარძიის ანანურის ფრესკები, ბაგრატის ტაძარი, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული სივრცე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ხუროთმოძღვრებისა და კედლის მხატვრობის ადგილზე შესწავლასა და ანალიზს. პრაქტიკაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის II, III და IV კურსის სტუდენტები.გასვლითი პრაქტიკა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა — ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობისა და პროფესიული უნარების გაღრმავების მიმართულებით.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





