საიუბილეო გამოფენა

სურათი

20 მაისი 2026 წელი

20 მაისს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო გამოფენა გაიმართა. გამოფენამ გააერთიანა სხვადასხვა მიმართულების შემოქმედებითი ნამუშევრები და ასახა უნივერსიტეტის მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო გზა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა ალაფიშვილმა და სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა მაია ჭიჭილეიშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დირექტორი გურამ ფუტკარაძე. გამოფენის დასრულების შემდეგ გაიმართა მცირე მიღება.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930