შეხვედრა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ

სურათი

8 მაისი 2026 წელი

8 მაისს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა მოდის დიზაინის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა ბხსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი — სალომე ჩიკაშუა.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ: საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების გზებს, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციას, სააპლიკაციო პროცედურებსა და ვადებს. ასევე განიხილეს ინგლისური ენის ინსტიტუციური ტესტირების დეტალები და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილე სტუდენტების გამოცდილება.

მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ დაგეგმონ საკუთარი აკადემიური და პროფესიული განვითარება საერთაშორისო სივრცეში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930