"ქართული მუსიკის საღამო" ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათი

15 მაისი 2026 წელი

15 მაისს, სტუდენტური ფესტივალის — „მოგზაურობა მუსიკის სამყაროში“ ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „ქართული მუსიკის საღამო“. ფესტივალი უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. იდეის ავტორი და ხელმძღვანელია მუსიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი ამანდა სურმანიძე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები: თამთა ჩხეიძე, არინა ვასილევა, მაგდა გიგაშვილი, მეგი ბაჯელიძე, ანანო კახიძე, ასევე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ზურა ჯეგნარაძე. კონცერტმაისტერები იყვნენ ნანა კვირიკაძე და ნინო ნიშნიანიძე. კონცერტის ორგანიზებასა და მხატვრულ გაფორმებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და ბხსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული მადლობა გამოითქვა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლის — ანიტა არაბულის მიმართ. ფესტივალის მხარდამჭერია კომპანია TGA2019.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930