"განსაკუთრებული შეხვედრა" ქართული კინოს ისტორიისადმი მიძღვნილი საღამო

სურათი

14 მაისი 2026 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება — „განსაკუთრებული შეხვედრა“, რომელიც ბათუმში კინოს შექმნის ისტორიასა და ქართული კინოს განვითარებას მიეძღვნა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ადამიანების საქმიანობას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტში კინო-ტელე მიმართულების ჩამოყალიბებასა და ქართული კინოს განვითარებაში — ზაზა ხალვაში, ზურაბ ქავთარაძე და გოგა გოგიბერიძე. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დღეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები აქტიურად მოღვაწეობენ საქართველოს კინოინდუსტრიაში, ხოლო სტუდენტებს სწავლების პროცესშივე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პროფესიული გამოცდილება და ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში. ღონისძიების ფარგლებში მადლობა გადაუხადეს იდეის ავტორს, ხელოვნების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს გია დიასამიძეს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ღონისძიების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, ლექტორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930