საჯარო ლექცია რელიგიის მუზეუმში

სურათი

13 მაისი 2026 წელი

   13 მაისს რელიგიის მუზეუმში გაიმართა საჯარო ლექცია - „წმინდა მოწაფეთა მოღვაწეობა საქართველოში“. ლექციის ფარგლებში საზოგადოება გაეცნო საქართველოში ქრისტეს მოციქულთა შემოსვლის მარშრუტებს, რეგიონის იმდროინდელ რელიგიურ სურათს, მოციქულთა მოღვაწეობის საკითხთან დაკავშირებულ მრავალფეროვან წყაროებსა და საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ეტაპებს.

  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებასა და მოციქულთა ქადაგების უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ლექციას უძღვებოდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ხარჩილავა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის №5 და №15, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლების უფროსკლასელები.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031