საჯარო ლექცია - „წმინდა მოწაფეთა მოღვაწეობა საქართველოში“.

13 მაისი 2026 წელი
13 მაისსჯჰუ რელიგიის მუზეუმში გაიმართა საჯარო ლექცია - „წმინდა მოწაფეთა მოღვაწეობა საქართველოში“. ლექციის ფარგლებში საზოგადოება გაეცნო საქართველოში ქრისტეს მოციქულთა შემოსვლის მარშრუტებს, რეგიონის იმდროინდელ რელიგიურ სურათს, მოციქულთა მოღვაწეობის საკითხთან დაკავშირებულ მრავალფეროვან წყაროებსა და საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ეტაპებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებასა და მოციქულთა ქადაგების უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ლექციას უძღვებოდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ხარჩილავა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის №5 და №15, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლების უფროსკლასელები.





