ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი საბერძნეთში

13 მაისი 2026 წელი
9 მაისს, ქალაქ სალონიკში (საბერძნეთი), კულტურის ცენტრში „ელექტრა“, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კამერულ-ინსტრუმენტულმა ჯგუფმა წარადგინა პროექტი — „მუსიკით მოსმენილი ქართული კინოს ისტორია“. ვიზუალური მასალების საშუალებით წარმოდგენილი იყო საქართველოში კინოს ისტორიის პირველი ეტაპი — საარქივო ჩანაწერები, კინოფილმების ფრაგმენტები, კინოსტუდიის ისტორიული ფოტოები და დოკუმენტური მასალები. საღამოს ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და საქართველოს გენერალური კონსული — გელა ჯაფარიძე. ჯგუფმა ასევე სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში. კონცერტის პროგრამა უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა შეასრულეს ქართული კინომუსიკის ცნობილი ნამუშევრები ფილმებიდან: „ქეთო და კოტე“, „არასერიოზული კაცი“, „ფესვები“, „კაცია ადამიანი?!“, „ცისფერი მთები“, „დათა თუთაშხია“, „კეთილი ადამიანები“, „როცა აყვავდა ნუში“, „კუკარაჩა“, „ბაში-აჩუკი“, „გარიგება“, „მაცივარში ვიღაც იჯდა“ და სხვა. პროექტის მონაწილეები * ვიოლინო — ნინო მაჭარაშვილი, ანიტა არაბული * ფლეიტა — არინა ვასილევა * კლარნეტი — ზურაბ ჯეგნარაძე * ფორტეპიანო — მაგდა გიგაშვილი, თამთა ჩხეიძე * დასარტყამი ინსტრუმენტი — ლუკა ბურჭულაძე მენტორები ასოცირებული პროფესორები: ნინო ჩაიძე და თეა გოგოტიშვილი. არანჟირების ავტორი გიორგი აფრიამაშვილი. პროექტის ხელმძღვანელი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მუსიკოლოგი ხათუნა მანაგაძე. პროექტმა საერთაშორისო აუდიტორიას კიდევ ერთხელ გააცნო ქართული კინოსა და კინომუსიკის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. მუსიკის, კინოსა და ვიზუალური ხელოვნების სინთეზით წარმოდგენილმა საღამომ განსაკუთრებული ემოციური და კულტურული მნიშვნელობა შეიძინა, ხოლო ახალგაზრდა მუსიკოსებმა ღირსეულად წარმოაჩინეს ქართული ხელოვნება საერთაშორისო სივრცეში.





