ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოსწავლეებს სტუდენტური კინოს ჩვენებაზე უმასპინძლა

12 მაისი 2026 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათუმის მეორე საჯარო სკოლის XI ა და XI ბ კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრა კინოს სამყაროს გაცნობასა და სტუდენტური შემოქმედების წარმოჩენას მიეძღვნა. მოსწავლეებმა ნახეს სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმები და შეხვდნენ ახალგაზრდა ავტორებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს — იდეის შექმნიდან ფილმის ეკრანზე გაცოცხლებამდე. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ლიზა ირემაძის, სანდრო კილაძის, მარიამ მებანდისა და ლინდა ჯაიანის ნამუშევრები. შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ გია დიასამიძე და მირიან ორაგველიძე. დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს გადაღების პროცესზე, სცენარის შექმნაზე, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის კინოს, როგორც პროფესიული და შემოქმედებითი სფეროს, ახლოდან გაცნობა.
შეხვედრა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.





