Erasmus+ საერთაშორისო მობილობა

სურათი

2 მაისი 2026 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, სალომე ჩიკაშუამ მონაწილეობა მიიღო Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კვირეულში, რომელიც კაროლი ესთერჰაზის კათოლიკურ უნივერსიტეტში გაიმართა.ვიზიტის ფარგლებში სალომე ჩიკაშუამ მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ. პრეზენტაცია მოიცავდა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, საერთაშორისო თანამშრომლობებსა და განვითარების ძირითად მიმართულებებს.

საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში იგი აქტიურად იყო ჩართული პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებში, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული ქსელური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში.

თანამშრომლობის გაძლიერების ფარგლებში, 2026 წლის მაისში კაროლი ესთერჰაზის კათოლიკური უნივერსიტეტის ორი პროფესორი ეწვევა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს და სტუდენტებისთვის ხელოვნების მიმართულებით ჩაატარებს ლექციებს. გარდა ამისა, 2026 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტის ერთსემესტრიანი აკადემიური გაცვლა კაროლი ესთერჰაზის კათოლიკურ უნივერსიტეტში. აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გააძლიერებს ორ უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო თანამშრომლობას და მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტთა მობილობის შესაძლებლობებს.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031