Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამა ქ. ეგერში

სურათი

1 მაისი 2026 წელი

2026 წლის 19–30 აპრილს კაროლი ესთერჰაზის კათოლიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქ. ეგერში (უნგრეთი) გაიმართა ევროკავშირი-ის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამა.პროგრამაში მონაწილეობდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს პროფესორი ხათუნა მანაგაძე. საერთაშორისო პერსონალის კვირეულის ფარგლებში პროფესორმა მანაგაძემ კაროლი ესთერჰაზის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციების სერია, რომელიც ეძღვნებოდა ქართულ კულტურასა და მუსიკალურ მემკვიდრეობას.ლექციების თემატიკა მოიცავდა:ქართულ კულტურას; ქართულ ტრადიციულ მუსიკას – ფოლკლორსა და სასულიერო მუსიკას; მე-20 საუკუნის ქართულ მუსიკას.აღნიშნულმა ლექციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებს შორის და ხელი შეუწყო ქართული კულტურისა და მუსიკის საერთაშორისო პოპულარიზაციას. პროგრამამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, გამოცდილების გაზიარებასა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პროცესში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031