ხელოვნება,როგორც გზა ადრეული დიაგნოსტიკისა და საზოგადოებრივი ცნობიერებისკენ

1 მაისი 2026 წელი
30 აპრილს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს სტუდენტები შეუერთდნენ ფლეშმობს, რომელმაც სიმბოლურად დაასრულა გალერეა ჩიგოგიძესა და საქველმოქმედო ფონდი „ლაიფი“-ს ერთობლივი პროექტი — „ხელოვნების გზით ადრეულ დიაგნოსტიკამდე“. ორი კვირის განმავლობაში გალერეა მასპინძლობდა პაციენტებს სპეციალურად შექმნილ პროგრამაში: გაიმართა მასტერკლასები, კონცერტები, მხატვრებთან შეხვედრები და კინოჩვენებები — სივრცე, სადაც ხელოვნება არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ მხარდაჭერისა და ცნობიერების გაზრდის ფუნქციას ასრულებდა. პროექტის მთავარი გზავნილი იყო ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა — როგორც ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხანგრძლივი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი. ინიციატივამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კულტურულ სივრცეებს რეალური გავლენის მოხდენა შეუძლიათ საზოგადოებრივ საკითხებზე.ფლეშმობის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები:
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





