კალიგრაფიის მასტერკლასი - ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სურათი

22 აპრილი 2026 წელი

2026 წლის 20–21 აპრილს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი კალიგრაფიის მასტერკლასი. ღონისძიება ჩატარდა სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერისა და პროექტების მართვის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციასთან პარტნიორობით. მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ქართული დამწერლობის საფუძვლები — ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, გაეცნენ კომპოზიციის აგების პრინციპებს და პრაქტიკულ ნაწილში შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევრები. მეორე დღე დაეთმო ტრადიციული დეკორისა და საზედაო ასოების მოხატვას, ასევე ნამუშევრების დასრულებას დეკორატიული ელემენტებით.

მასტერკლასს უძღვებოდა კალიგრაფი, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელი დავით მაისურაძე. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31