საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ

3 აპრილი 2026 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ.შეხვედრას უძღვებოდა საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, სალომე ჩიკაშუა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო:საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები, პარტნიორი უნივერსიტეტები, დაფინანსებისა და სტიპენდიების მექანიზმები, აპლიკაციის პროცესის ეტაპები და მნიშვნელოვანი ვადები
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: საჭირო დოკუმენტაციას, სააპლიკაციო პროცედურებს, ინგლისური ენის ინსტიტუციურ ტესტირებასა და შეფასების კრიტერიუმებს
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების გამოცდილება, რამაც დამსწრეებს მისცა პრაქტიკული ხედვა და დამატებითი მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის: მოგვწერეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში ან მიმართეთ ადმინისტრაციას.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





