კალიგრაფიის მასტერკლასი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში

6 აპრილი 2026 წელი
2026 წლის 20-21 აპრილს, უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერისა და პროექტების მართვის განყოფილების ორგანიზებითა და „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციასთან“ პარტნიორობით, ჩატარდება კალიგრაფიის ორდღიანი მასტერკლასი. ღონისძიება ეძღვნება ქართული ენის დღეს.
მასტერკლასის პროგრამა:
I დღე (20 აპრილი): დაეთმობა ქართული დამწერლობის (ასომთავრული, მხედრული, ნუსხური) გრაფიკულ საფუძვლებსა და კომპოზიციის აგების ხერხებს. პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეები კალიგრაფიული კალმებით შექმნიან ნამუშევრებს ქართული ენის თემაზე.
II დღე (21 აპრილი): დაეთმობა ტრადიციულ დეკორსა და საზედაო ასოების მოხატვის ხელოვნებას. მონაწილეები დაასრულებენ პირველ დღეს დაწყებულ ნამუშევრებს მოხატული სათაო ასოებით.
სამიზნე აუდიტორია:
მასტერკლასი უპირატესად განკუთვნილია სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის არქიტექტურისა და მოდის დიზაინის პროგრამების სტუდენტებისთვის, თუმცა დასწრება შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტსა და დაინტერესებულ პერსონალს.
ლოკაცია და დრო: დასაწყისი: 14:00 საათი.
ხანგრძლივობა: 5 საათი (2 დღე).
ადგილი: IV სართული, აუდიტორია № 420.
მასტერკლასს გაუძღვება: დავით მაისურაძე - კალიგრაფი, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, დირექტორის მოადგილე.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





