ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისთვის გამართულ ღია კარის დღეში მიიღო მონაწილეობა

სურათი

3 აპრილი 2026 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმში აბიტურიენტებისთვის გამართულ ღია კარის დღეში მონაწილეობდა, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და პროფესიულ კოლეჯებთან ერთად საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები წარადგინა.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს გააცნეს შემოქმედებითი მიმართულებები, სასწავლო გარემო, სტუდენტური ცხოვრება და ის შესაძლებლობები, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს მომავალ სტუდენტებს. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო სპეციალობების შესახებ. ღია კარის დღის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

აბიტურიენტთა ღია კარის დღე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო “შერატონში” ჩატარდა. ღონისძიებას ასევე ესრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930