ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ნანა ჯიქია საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მონაწილე გახდა

27 მარტი 2026 წელი
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ეტიუდების მე-15 სტუდენტური ფესტივალი „არლეკინი – 26“. ჟიურის გადაწყვეტილებით, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სასცენო და კინო-ტელე დეპარტამენტის, დრამის სამსახიობო სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი ნანა ჯიქია — ეტიუდით „ქალი გველით“ (ჯგ. ხელმძღვანელი პროფ. თ. ბოლქვაძე, ასისტენტი მ. ხელაია) გავიდა ეტიუდების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე. ფესტივალში მონაწილეობენ უნგრეთის, საბერძნეთისა და სომხეთის უმაღლესი თეატრალური სასწავლებლების სტუდენტები.
საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი გაიმართება 27 მარტს — თეატრის საერთაშორისო დღეს
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





