გამოცხადდა კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს „წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერა“ ღონისძიების ფარგლებში სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა შესარჩევად

 

 

სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს „წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერა“ ღონისძიების ფარგლებში ბხსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების  სტუდენტთა   შესარჩევად.

დაფინანსება გაიცემა 10 (ათი) სტუდენტზე სემესტრულად 1000 ლარის ოდენობით.

I. კონკურსის ჩატარების ვადები

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველთა  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2026  წლის 10 მარტიდან  30 მარტის ჩათვლით (17:00 საათი) ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected]  ან მატერიალური სახით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში, გარდა შაბათ-კვირისა (ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, პირველი სართული, ოთახი №103);
  • საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და გამარჯვებული  კონკურსანტების გამოვლენა - 2026  წლის 03 აპრილი;
  • სტუდენტის მიერ კონკურსის შედეგი შეიძლება გასაჩივრდეს არაუგვიანეს 2026  წლის  06 აპრილისა;
  •  სტუდენტთა საჩივრები განხილული იქნეს საკონკურსო კომისიის მიერ და კონკურსის საბოლოო შედეგები წარმოდგენილი იქნეს და  გამოქვეყნდეს ბხსუ-ს ვებგვერდზე,  არაუგვიანეს 2026  წლის  08  აპრილისა;
  •  ჩატარებული კონკურსის   შედეგების    გათვალისწინებით     არაუგვიანეს 2026  წლის 17 აპრილისა გამოიცეს ბხსუ-ს რექტორის ბრძანება  კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების გამოვლენის თაობაზე და შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, არაუგვიანეს 2026 წლის 30 აპრილისა.

 

 

)

 

 

 

 

II. საკონკურსო პირობები

  კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:  

  • სტუდენტს, რომელიც სწავლობს ბხსუ-ს  ბაკალავრიატის  აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც:

 

ა) აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი (შენიშვნა: აქტიური სტუდენტის სტატუსი უნდა დადგინდეს 2026  წლის 01 აპრილის მდგომარეობით); 

ბ) არის საქართველოს მოქალაქე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე, საცხოვრებლად რეგისტრირებულია არანაკლებ ერთი წლით ადრე;

გ) აქვს 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შეფასების         საშუალო არითმეტიკული (მთელი სიზუსტის დამრგვალებით) 91 ან მეტი ქულა. საშუალო არითმეტიკულ ქულას ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დოკუმენტაციით დადასტურების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:

 

 

- 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (1 აქტივობა - 5 ქულა; 2 და მეტი აქტივობა - 10 ქულა);

 

- 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში: შემოქმედებით-კულტურული (მონაწილეობა გამოფენებში, კონცერტებში, კონკურსებში, სპექტაკლებში) ან სპორტული ღონისძიებები (1 აქტივობა - 2 ქულა; 2 და მეტი აქტივობა - 5 ქულა).

 

III. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება (დანართი №1);
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის   გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე საცხოვრებლად რეგისტრირების დამადასტურებელი    დოკუმენტი;  
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ შეფასების საშუალო არითმეტიკული (მთელი სიზუსტის დამრგვალებით) ქულის მითითებით;
  • 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში: შემოქმედებით-კულტურული (მონაწილეობა გამოფენებში, კონცერტებში, კონკურსებში, სპექტაკლებში) ან სპორტული ღონისძიებები მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა მოხდება აკადემიური მოსწრებისა და აქტივობებში მიღებული ქულების დაჯამების საფუძველზე რანჟირების გზით უმაღლესიდან უდაბლესისკენ.

 

თუ სტუდენტების შერჩევისას  ბოლო ადგილზე თანაბარი ქულა აქვს რამდენიმე სტუდენტს, უპირატესობა მიენიჭება წინა სემესტრის შეფასების მაღალ საშუალო არითმეტიკულ ქულას.

 

 

 

 

 

 

 

განცხადების ფორმა (დანართი 1)

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031