"ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ — ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმში

1 მარტი 2026 წელი
აჭარის ხელოვნების მუზეუმში, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, გაიხსნა ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა — „ქალი გაზაფხულის ექსპრესია“, რომელიც აერთიანებს აჭარაში მცხოვრებ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულ ხელოვანთა ნამუშევრებს. გამოფენაში მონაწილეობენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები — მაია გერსამია და დიანა თალაკვაძე, ასევე უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი — ირინა ტორონჯაძე. მათი მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აქტიურ ჩართულობას თანამედროვე კულტურულ პროცესებში და ქვეყნის ხელოვნების განვითარებაში. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 9 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს და წარმოადგენს ქალ ხელოვანთა შემოქმედებითი ენერგიის, ინდივიდუალური ხედვისა და პროფესიული მრავალფეროვნების მნიშვნელოვან წარმოჩენას.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





