ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ოზურგეთში

სურათი

27 თებერვალი 2026 წელი

2026 წლის 26 თებერვალს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გაიმართა სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. საღამო განსაკუთრებულად ემოციური იყო — ხელოვნებამ, პროფესიულმა გამოცდილებამ და მეგობრულმა ურთიერთობებმა ერთ სივრცეში გააერთიანა ადამიანები, რომლებსაც საერთო ღირებულებები და შემოქმედებითი გზა აკავშირებთ.

აღნიშნული გამოფენა მხოლოდ იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება არ ყოფილა — იგი გახდა ურთიერთობების გამტკიცებისა, კულტურული დიალოგის გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. მადლობა თითოეულ მონაწილესა და მასპინძელ სივრცეს ამ სითბოსა და აქტიური თანამშრომლობისთვის .

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031