სტუდენტთა საყურადღებოდ! კონკურსი „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“

სურათი

24 თებერვალი 2026 წელი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ქვეპროგრამის „სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ფარგლებში, იწყებს საკონკურსო განაცხადების მიღებას  „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“.

საკონკურსო პირობები:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • სწავლობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა);
  • უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
  • 2025-2026 სასწავლო წლის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების დოკუმენტის მიხედვით, ფლობენ ფრიადის (A) შეფასებას (91 ქულა და მეტი).

განაცხადების მიღების ვადები:

ამ ეტაპზე საბუთები მიიღება 2025-2026 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის შედეგების საფუძველზე.

  • დაწყების თარიღი: 2 მარტი, 2026 წელი
  • დასრულების თარიღი: 31 მარტი, 2026 წელი

ქვეპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირობები ხელმისაწვდომია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე- https://batumi.gov.ge/

https://batumi.gov.ge/services/5

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930