საერთაშორისო კონფერენცია პლოვდივში

სურათი

21 თებერვალი 2026 წელი

2026 წლის 20 თებერვალს, ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც ონლაინ ფორმატით მონაწილეობდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი.კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურისა და ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტის სპეციალისტმა, დოქტორანტმა თამრიკო მესხიამ.მისი მოხსენების თემა იყო —

„რეგიონული კულტურის პოლიტიკა თანამედროვე ტურიზმში“
საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში უნივერსიტეტის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კვლევითი საქმიანობის აქტიურობასა და გლობალურ პროფესიულ დიალოგში ჩართულობას.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930