გამოცხადდა კონკურსი ერასმუს + პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში კაროლი ესთერჰაზის კათოლიკურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის შესარჩევად
სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ერასმუს + პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში კაროლი ესთერჰაზის კათოლიკურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის პერსონალის (2 ადგილი) შესარჩევად
აღნიშნული მობილობა მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სსიპ — ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას, აქვთ ხელოვნების სფეროში მუშაობის ან სწავლების გამოცდილება და დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობით, რომელსაც ორგანიზებას უწევს მასპინძელი უნივერსიტეტი. პროგრამა ფარავს მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს 7 დღის განმავლობაში.
მობილობა წარმოადგენს მოკლევადიან ვიზიტს მასპინძელ სასწავლებელში და მოიცავს 5 სამუშაო დღესა და 2 მგზავრობის დღეს. მონაწილე პერსონალი ჩაერთვება საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, რომლებიც გაიმართება 2026 წლის 20 - 24 აპრილს ეგერში, უნგრეთი.
კონკურსი ითვალისწინებს კომბინირებულ მობილობას (STA/STT), რაც გულისხმობს აკადემიური პერსონალის სასწავლო საქმიანობას — ლექციების ჩატარებასა და პროფესიულ შეხვედრებში მონაწილეობას — ასევე ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობას გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პრაქტიკის გაცნობის მიზნით.
I. კონკურსის ჩატარების ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2026 წლის 19 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected] ან მატერიალური სახით 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (გარდა შაბათ-კვირისა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში (ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, პირველი სართული, ოთახი №103);
- ტესტირება ინგლისურ ენაში B2, იმ კონკურსანტთათვის, რომლებმაც განაცხადში არ წარმოადგინეს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი - 2026 წლის 24 თებერვალი;
- საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და კანდიდატთა გასაუბრება კომისიასთან - 2026 წლის 26 თებერვალი;
- ბხსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის (პერსონალის წარდგინება უცხოეთის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) გაგზავნა მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - არაუგვიანეს 2026 წლის 02 მარტი.
II. საკონკურსო პირობები
კანდიდატი უნდა იყოს ბხსუ-ს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული პირი;
- უნივერსიტეტის პერსონალის აქტიური სტატუსი (პერსონალს არ უნდა ჰქონდეს შრომითი ურთიერთობა შეჩერებული).
III. წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
- CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე);
- ცნობა ბხსუ-ში მუშაობის შესახებ (ქართულ ენაზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მობილობის პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობის გეგმა (ქართულ და ინგლისურ ენაზე);
- შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
IV. შეფასების კრიტერიუმები
- მობილობის სამუშაო ენის ცოდნა (მაქს. 20 ქულა)
- ხელოვნების სფეროში მუშაობის ან სწავლების გამოცდილება (მაქს. 20 ქულა)
- საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა და გამოცდილება (მაქს. 10 ქულა)
- საუნივერსიტეტო საქმიანობაში ჩართულობა (მაქს. 10 ქულა)
- მობილობის პერიოდში განსახორციელებელი საქმიანობის გეგმა (ქართულ და ინგლისურ ენაზე)- (მაქს. 20 ქულა);
- გასაუბრება (ტარდება ქართულ და ინგლისურ ენაზე) და მისი კომპონენტებია:
ა) საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (მაქს. 5 ქულა);
ბ) პრეზენტაბელურობა (მაქს. 5 ქულა);
გ) მოტივირებულობა - (მაქს. 5 ქულა);
დ) შესაბამის გაცვლით პროგრამაში ჩართვისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-
ჩვევების დემონსტრირება (მაქს. 5 ქულა).
- თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკურსანტებს;
ბ) კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის
მიერ დაფინანსებული ერასმუს + მობილობის პროგრამების ფარგლებში.
- ტესტირება ინგლისურ ენაში B2, იმ კონკურსანტთათვის, რომლებმაც განაცხადში არ წარმოადგინეს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი, 100 ქულიანია და მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 71 ქულა (70 და ნაკლები ქულის მიღების შემთხვევაში ტესტირება დადებითი შედეგით გავლილად არ ითვლება).





