ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დავით ურუშაძე სწავლას ვიგოს მუსიკის უმაღლეს კონსერვატორიაში გააგრძელებს

10 თებერვალი 2026 წელი
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, „სწავლა საზღვარგარეთ“ ქვეპროგრამის მხარდაჭერით, ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთაშორისო მობილობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა სსიპ — ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი დავით ურუშაძე.
დავით ურუშაძე, სამუსიკო ხელოვნების მეორე კურსის სტუდენტი, ერთი სემესტრის განმავლობაში — 2026 წლის 2 თებერვლიდან 5 ივნისის ჩათვლით, სწავლას გააგრძელებს Conservatorio Superior de Música de Vigo-ში (ესპანეთი), მუსიკის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე Music and Performing Arts. აღნიშნული საერთაშორისო მობილობა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში და სტუდენტებისთვის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს დავით ურუშაძეს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო პერიოდს ესპანეთში.





