მაია გერსამიას პერსონალური გამოფენა „პარიზული ვოიაჟი“

სურათი

6 თებერვალი 2026 წელი

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 6 თებერვალს გაიხსნა მხატვარ მაია გერსამიას ნამუშევრების გამოფენა „პარიზული ვოიაჟი“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ავტორის პარიზული შთაბეჭდილებებით შთაგონებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ქალაქის ემოციას, განწყობასა და მხატვრის ინდივიდუალურ მხატვრულ ხედვას. გამოფენა საინტერესოა როგორც თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვის, ისე იმ დამთვალიერებლებისთვის, ვისაც ავტორის ნამუშევრებში გადმოცემული ატმოსფერო და ვიზუალური თხრობა იზიდავს.

გამოფენა დამთვალიერებელს უმასპინძლებს 10 თებერვლის ჩათვლით

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეა

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31