4 აპრილს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, X-XII კლასის მოსწავლეთათვის, იმართება პირველი რეგიონული კონფერენცია - „ქართული კულტურის მრავალფეროვნება: ტრადიციები და თანამედროვე ინტერპრეტაციები.“
4 აპრილს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, X-XII კლასის მოსწავლეთათვის, იმართება პირველი რეგიონული კონფერენცია - ,,ქართული კულტურის მრავალფეროვნება: ტრადიციები და თანამედროვე ინტერპრეტაციები.“
კონფერენცია ეძღვნება ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს.
კონფერენციის მიზანია:
- მომავალ თაობაში ეროვნული კულტურის, ტრადიციებისა და მრავალფეროვნების გაცნობა;
- შემოქმედებითი, კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაძლიერება, პრეზენტირების გამოცდილება;
- სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის კავშირების გამტკიცება;
- ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციფიკის გაცნობა.
კონფერენციის თემატიკა:
- ქართული ხელოვნება: მუსიკა, კინო, მხატვრობა, თეატრი;
- კულტურული ტურიზმი საქართველოში, კულტურული მემკვიდრეობა;
- ქართული ენა, როგორც ეროვნული იდენტობა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეებს
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა:
1. 1 მარტამდე მითითებულ ელ.ფოსტაზე [email protected] უნდა გადმოგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ანკეტა (იხ.ფაილი 1).
2. საკონფერენციო თემის თეზისი (მაქსიმუმ 100 სიტყვა). (სტანდარტი იხ.ფაილი 3).
3.თემის ხელმძღვანელის (პედაგოგის) რეკომენდაცია სკოლის ადმინისტრაციის დასტურით (იხ. ფაილი2).
4. მოსწავლეებმა 15 მარტამდე უნდა გადმოგზავნონ მოხსენების სრული ტექსტი (სტანდარტი იხ. ფაილი 3), რომელსაც განიხილავს შესაბამილი კომისია, დასტურის შემთხვევაში მომხსენებელი დაიშვება კონფერენციაზე მონაწილეობას მისაღებად.
5. მომხსენებლებმა კონფერენციაზე უნდა წარმოადგინონ თემის პრეზენტაცია.
საყურადღებო !
დოკუმენტაციის ელ.ფოსტაზე გადმოგზავნინისას აპლიკანტმა სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოს კონფერენციის დასახელება (,,მოსწავლეთა პირველი რეგიონული კონფერენცია“) და მიიღოს დასტური, დასტურის არ მიღების შემთხვევაში აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს კონფერენციის კოორდინატორს.
კონფერენციის ჩატარების ფორმა:
- დასწრებული;
- იმუშავებს თემატური სექციები;
- მოსწავლემ საჯაროდ უნდა წარმოადგინოს საკონფერენციო თემა და პრეზენტაცია;
- მოხსენების რეგლამენტი არაუმეტეს 10 წუთისა, კითხვა -პასუხის დრო არაუმეტეს 5 წუთისა.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა ფშაველას 19/32
თარიღი: 2026 წლის 4 აპრილი.
დღის წესრიგი:
- 11:00-11:30 კონფერენციის გახსნა.
- 11:30- 14:00 სექციების მუშაობა.
- 14:00-14:30 კონფერენციის შეჯამება, სერტიფიკატების გადაცემა.
- 14:30 - ფურშეტი.
თითო სექციაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული: I, II, III ადგილი.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და საკონფერენციო ქეისი (ბლოკნოტი, კალამი, ჩანთა, კონფერენციის პროგრამა და თეზისები).
გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ პედაგოგ-ხელმძღვანელებსა და სკოლებს გადაეცემათ დიპლომი.
ნაშრომებს შეაფასებენ შესაბამისი მიმართულების აკადემიური პერსონალი და დარგის სპეციალისტები.
კონფერენციის მხარდამჭერებია:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო;
აჭარის მუნიციპალიტეტების რესურს ცენტრები;
ქალაქ ბათუმის საკრებულო;
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.
კონფერენციის კოორდინატორი:
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამეცნიერო და საგამომცემლო განყოფლიების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - თეა ცაგურია
ტელ: 571 111 556
ელ.ფოსტა: [email protected]
| N1 . 2026 მოსწავლის სარეგისტრაციო ანკეტა | |
| N2. 2026 მოსწავლის ხელმძღვანელის რეკომენდაცია | |
| N3. 2026 მოსწავლეთა მოთხოვნები ნაშრომისადმი |





