ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი პრემიერით გაიხსნა

სურათი

15 იანვარი 2026 წელი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონი განსაკუთრებული წარმატებით დაიწყო. 14 და 15 იანვარს მაყურებელმა იხილა დავით კლდიაშვილის კლასიკური პიესის — „დარისპანის გასაჭირის“ ახალი სცენური ვერსია.
სპექტაკლი, რომლის რეჟისორიც გიორგი კაშიაა, გამოირჩეოდა მკაფიო რეჟისორული ხედვით, დინამიკური რიტმითა და მსახიობთა ძლიერი ანსამბლით, რაც პრემიერის საღამოებს განსაკუთრებულად შთამბეჭდავს ხდიდა.სეზონის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ბათუმის თეატრალური ცხოვრებისთვის, თუმცა წლევანდელ პრემიერას კიდევ ერთი გამორჩეული ასპექტი ჰქონდა — სცენაზე გამოცდილ მსახიობებთან ერთად პირველად წარდგნენ ახალგაზრდა შემსრულებლები, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები.სალომე ბედინეიშვილისა და მარიამ მღებრიშვილის მონაწილეობა სპექტაკლში უნივერსიტეტისთვის საუკეთესო პერსპექტივაა თეატრთან საინტერესო თანამშრომლობის, ხოლო ახალგაზრდა მსახიობებისთვის — მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროფესიულ სცენაზე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728