ქართული თეატრის დღე

სურათი

14 იანვარი 2026 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სამსახიობო სპეციალობის I კურსის ღია გამოცდა მსახიობის ოსტატობაში.გამოცდა სტუდენტებისთვის პირველი სცენური გამოცდილების საჯარო პრეზენტაცია იყო და მნიშვნელოვანი ეტაპი მათ პროფესიულ გზაზე.ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი - მამუკა ალაფიშვილი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, უნივერსიტეტის პედაგოგები და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები. მათ სტუდენტების მუშაობა დადებითად შეაფასეს და შემოქმედებითი წარმატება უსურვეს.ღონისძიების დასასრულს გაიმართა „გრიმის ცხების ცერემონიალი“ — პროფესიული გზავნილი უფროსი თაობისგან ახალგაზრდა მსახიობებისთვის. სიმბოლურად, ეს ტრადიცია სწორედ ქართული თეატრის დღეს განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.მსგავსი შეხვედრები და პროფესიული ინტერაქცია გამოცდილ ხელოვანებთან სწავლების პროცესს უფრო შინაარსიანს და პრაქტიკულს ხდის.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930