ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტოროზაცია 6 წლის ვადით მიენიჭა

სურათი

1 დეკემბერი 2025 წელი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი და მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან აღიარებას უნივერსიტეტის მუდმივი განვითარების, ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და პროფესიონალი კადრების მომზადების მიმართულებით განხორციელებული სისტემური მუშაობის.
 
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, პარტნიორებსა და მხარდამჭერებს — ეს მიღწევა ყველას საერთო ძალისხმევის შედეგია.
 
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს — უნივერსიტეტის საქმიანობის დეტალური შეფასებისა და მიღწეული პროგრესის მაღალი შეფასებისთვის.
 
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს განვითარებას, ახალი ინიციატივებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, რათა სტუდენტებს შესთავაზოს შთამაგონებელი, სტაბილური და ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930