იტალიური და ესპანური მუსიკის კონცერტი – „მუსიკა საზღვრებს გარეშე“

სურათი

23 ნოემბერი 2025 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიური და ესპანური მუსიკის საერთაშორისო კონცერტი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვიგოს უმაღლესი კონსერვატორიის (ესპანეთი) და ვენეციის ბენედეტო მარჩელოს კონსერვატორიის (იტალია) სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. პროექტის ხელმძღვანელი იყო პროფესორი ხათუნა მანაგაძე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე უცხოური უნივერსიტეტი ერთიანდებოდა კამერულ-ინსტრუმენტულ კოლაბორაციაში და წარმოადგენდა სრულიად ახალ, ორიგინალურ მუსიკალურ რეპერტუარს. თანამშრომლობა აძლევდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას, ჩართულიყვნენ საერთაშორისო პერფორმანსში, განევითარებინათ პროფესიული უნარები და მიეღოთ გამოცდილება მრავალეროვან შემოქმედებით გარემოში. კონცერტი მობილური იყო როგორც შემადგენლობით, ისე ხანგრძლივობით, რაც მუსიკოსებს აძლევდა შესაძლებლობას წარმოეჩინათ საკუთარი ინდივიდუალური უნარები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესპანეთიდან, იტალიიდან და თურქეთიდან (ტრაპიზონის მუსიკის აკადემია). პროექტის მიზანი იყო რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარება, ხელოვნების საგანმანათლებლო სივრცეების ცნობადობის ზრდა, სტუდენტების ინტეგრაცია ევროპულ აკადემიურ გარემოში, კლასიკურ ტრადიციებზე დაფუძნებული მოდერნისტული მუსიკალური ხედვების გაღრმავება და რეგიონის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება. პროექტი განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930