ვიგოს კონსერვატორიის წარმომადგენლის პრეზენტაცია ხელოვნების უნივერსიტეტში

21 ნოემბერი 2025 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვიგოს კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის, ხოსე ლუის ფერნანდესის პრეზენტაცია. საინფორმაციო შეხვედრაზე ბატონმა ფერნანდესმა ისაუბრა: ესპანური განათლების სისტემის თავისებურებებზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ხელმისაწვდომ გაცვლით პროგრამებზე, დაფინანსებისა და სტიპენდიების მიღების შესაძლებლობებზე, ვიგოს კონსერვატორიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და მიმართულებებზე. აღნიშნულ სასწავლებელში ბხსუ-ს 2 სტუდენტი იმყოფებოდა გაცვლითი პროგრამით.2026 წლის საგაზაფხულო სემესტრში იგეგმება კიდევ ერთი სტუდენტის გაგზავნა ერთსემესტრიან პროგრამაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს „საბაკალავრო პროგრამის“ ფარგლებში.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||





