ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა VII სამეცნიერო კონფერენცია — „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“

27 ოქტომბერი 2025 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა VII სამეცნიერო კონფერენცია — „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა მამუკა ალაფიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას ხელოვნების თანამედროვე ტენდენციების კვლევისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას. სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე — ჯემალ სურმანიძე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი — მანანა ლეკბორაშვილი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი — ერმილე მესხია და ასოცირებული პროფესორი — თეა ცაგურია. კონფერენცია მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და კინოდრამატურგის — სულიკო ჟღენტის 100 წლის იუბილეს. დამსწრე საზოგადოებას წარედგინა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავდა ბატონი სულიკოს შემოქმედებასა და მის კულტურულ მემკვიდრეობას. განსაკუთრებით ემოციური იყო ბატონი სულიკოს ქალიშვილის — ასოცირებული პროფესორის, მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნისა და რეჟისორის — ოლიკო ჟღენტის გამოსვლა.კონფერენცია ჩატარდა როგორც დასწრებულ, ისე ონლაინ ფორმატში. მონაწილეობა მიიღეს ქართველი და უცხოელი მეცნიერებმა, ექსპერტებმა და მკვლევრებმა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების ჩართულობას, რაც ხელს უწყობდა მათ მეცნიერულ განვითარებასა და პროფესიული უნარების გაღრმავებას.
კონფერენციის მეორე დღეს, VII სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მოხსენებებით წარსდგნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომელთა კვლევები მრავალფეროვან სამეცნიერო და შემოქმედებით სფეროებს მოიცავდა. კინომცოდნეობა • ოლღა ჟღენტი — „ბათუმის ქალაქური კულტურის რეფლექსია სულიკო ჟღენტის კინოდრამატურგიაში“ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. • თამარ ბერიძე — „ცეკვა კინოხელოვნებაში, როგორც პერსონაჟის ხასიათისა და ქცევის გამომსახველობითი საშუალება“ თეატრალური ხელოვნების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. თეატროლოგია • ნინო დავითაშვილი — „რეჟისორის ხელოვნება და თეატრალური პედაგოგიკა: ტრადიციიდან თანამედროვეობამდე“ თეატრალური ხელოვნების დოქტორი, ასისტენტი. • თეიმურაზ კეჟერაძე — „არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?“ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის დოქტორი, პროფესორი. • თეა ცაგურია — „ვეფხისტყაოსანი სამსახიობო ხელოვნებაში — აქტუალობა, კითხვის ტექნიკა და სწავლების მეთოდიკა“ ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. კულტურული ტურიზმი • ნინო ხარჩილავა — „ეთნოტურიზმი“ ისტორიის დოქტორი. მედია • ინგა ზოიძე — „ხელოვნური ინტელექტისა და ალგორითმების როლი მედიაში“ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი; წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების დოქტორი, პროფესორი. ანათლება • ერმილე მესხია — „შიდა ხარისხის მართვის თანამედროვე გამოწვევები“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. • თამრიკო მესხია — „სამუზეუმო პრაქტიკის დაგეგმვა და მართვა“ დოქტორანტი, II კატეგორიის სპეციალისტი, პრაქტიკის ხელმძღვანელი. კულტურული მემკვიდრეობა • ნინო ხარჩილავა — „მარიამობის დღესასწაული აფხაზეთში“ ისტორიის დოქტორი. კონფერენციის მეორე დღე გამოირჩეოდა თემების მრავალფეროვნებითა და მაღალი აკადემიური დონით, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურ როლს მეცნიერების, კულტურისა და განათლების განვითარების პროცესში.
ორდღიანი კონფერენცია დასრულდა 26 ოქტომბერს.





