საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ისტორია - არქეოლოგია - მუზეუმოლოგია“

სურათი

23 ოქტომბერი 2025 წელი

მოლდავეთის რესპუბლიკაში, ქალაქ კიშინიოვში გაიმართა რიგით 35-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ისტორია - არქეოლოგია - მუზეუმოლოგია“. კონფერენცია ჩატარდა შერეული ფორმატით.ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა - ერმილე მესხიამ კონფერენციის მონაწილეთა წინაშე ონლაინ ფორმატით წარადგინა მოხსენება თემაზე „მუზეოლოგიის სწავლების თანამედროვე გამოწვევები“.ამავე ფაკულტეტის სპეციალისტმა, დოქტორანტმა თამრიკო მესხიამ კი წარადგინა მოხსენება თემაზე „კულტურის რეგიონული პოლიტიკა და მუზეუმების მართვის თანამედროვე გამოწვევები“.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031