საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელოვნება დროის კონტექსტში“

20 ოქტომბერი 2025 წელი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, UNESCO-ს მხარდაჭერით, გაიმართა ხელოვნების მკვლევართა XVIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელოვნება დროის კონტექსტში“. ღონისძიებაში მონაწილეობდა 71 ქართველი და უცხოელი მკვლევარი – 16 უნივერსიტეტიდან და კვლევითი დაწესებულებიდან, მათ შორის 8 საქართველოსა და 8 უცხო ქვეყნის უნივერსიტეტიდან (გერმანია, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, სომხეთი, ლატვია და სხვა).კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებმა:პროფ. თეიმურაზ კეჟერაძემ მოხსენებით „ესქილესა და ევრიპიდეს დრამა — ანტიკური დრამის თეორიის საკითხისათვის“ (სექცია: თეატროლოგია);ასოც. პროფ. თეა ცაგურიამ მოხსენებით „მეტყველების სპეციფიკა და თავისებურებანი თანამედროვე მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში“ (სექცია: მედიის კვლევები).
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||





