საჯარო ლექცია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათი

16 ოქტომბერი 2025 წელი

თემა: „ტურისტული მიმართულებების საერთაშორისო მარკეტინგი“ემა: „ტურისტული მიმართულებების საე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე — „ტურისტული მიმართულებების საერთაშორისო მარკეტინგი“, რომლის ფარგლებშიც სტუმრად იყო მოწვეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მიხეილ კოპლატაძე. ლექციის მსვლელობისას ბატონმა მიხეილმა ისაუბრა ბრენდის არსსა და მნიშვნელობაზე, მის შექმნისა და განვითარების თანამედროვე ინსტრუმენტებზე. რა მიზნებისთვის და რომელ აუდიტორიაზე იქმნება ბრენდი; როგორ შეიძლება ბრენდმა გამოიწვიოს ემოცია და შექმნას იდენტობა; და როგორია წარმატებული რეგიონული ბრენდინგის გამოცდილება გლობალური კონკურენციის პირობებში. მისი თქმით, „ბრენდს ქმნიან საინტერესო ადამიანები“ — ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხედვით და ენთუზიაზმით აყალიბებენ რეგიონების უნიკალურ სახეს. აჭარის მაგალითი განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვის:

    რეგიონი დღეს წარმოადგენს წარმატებულ ბრენდს, რომელიც საერთაშორისო მოგზაურებს იზიდავს არა მხოლოდ ტურისტული პროდუქტით, არამედ ემოციით, ისტორიითა და იდენტობით. შეხვედრა გამორჩეულად შინაარსიანი და ინსპირაციული იყო. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოისმინონ გამოცდილ სპეციალისტთა რჩევები, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და კიდევ უფრო გაზარდონ მოტივაცია საკუთარი პროფესიული განვითარების გზაზე.


მართულებების საერთაშორისო მარკეტინგი“

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031