ინოვაციური შეხვედრა ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში-პროექტი "3D მოდა"

10 ოქტომბერი 2025 წელი
10 ოქტომბერს, ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა კიბერაკადემიის წარმომადგენლებსა და ხელოვნების უნივერსიტეტის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო ინოვაციური პროექტის "3D მოდა"-იდეის,მიზნებისა და უპირატესობების გაცნობა.
პროექტი მიზნად ისახავს მოდის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და სტუდენტებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც მათ საშუალებას მისცემს ინტეგრირდნენ ციფრული მოდის ინდუსტრიაში.
ღონისძიების ფარგლებში ,აკადემიის კურსდამთავრებულებმა-მარიამ ანანიძემ და მარიამ გიგატაძემ (ხელოვნების უნივერსიტეტი მოდის დიზაინი)-სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება "3D მოდის" ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ და აღნიშნეს მისი მრავალმხრივი დადებითი მხარეები.
შეხვედრის დროს დაიგეგმა რიგი ერთობლივი აქტივობები,რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართულობასა და უნივრსიტეტსა და კიბერაკადემიას შორის პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |





