გალერეა ჩიგოგიძის პირველი გამოფენა

სურათი

24 სექტემბერი 2025 წელი

24 სექტემბერს ბათუმში საგამოფენო სივრცე "გალერეა ჩიგოგიძე" გაიხსნა, სადაც ექვსი ბათუმელი მხატვრის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყვნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები: ბექა ბოლქვაძე, აკაკი ჯაში და ირინა ტორონჯაძე. ნამუშევრები სხვადასხვა საექსპოზიციო დარბაზში იყო განთავსებული. აღსანიშნავია, რომ პირველად აჭარაში, ექსკლუზიურად "გალერეა ჩიგოგიძე" -ს მეორე საგამოფენო დარბაზში სტუმრებს ოლეგ ტიმჩენკოს პერსონალური გამოფენა დახვდათ.

გალერეის გახსნის მიზანი გახლდათ ადგილობრივი და დამწყები ხელოვანების ხელშეწყობა თუმცა გარდა გამოფენებისა ამ სივრცეში პრეზენტაციების, ლექციების და კულტურული საღამოების მოწყობა იგეგმება.

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930