საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა

სურათი

29 აგვისტო 2025 წელი

აჭარაში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.
აკადემიურ პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე მასთან ერთად იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
მინისტრებმა უნივერსიტეტის რექტორთან მამუკა
ალაფიშვილთან განიხილეს უნივერსიტეტის საჭიროებები, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები. ისაუბრეს ახალი სასწავლო წლიდან წარმატებული სტუდენტების სტიპენდიების გაზრდის შესახებაც . კულტურის მინისტრმა უნივერსიტეტის ახალ ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930