ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) თემატურ ბანაკში მონაწილეობდა

სურათი

30 ივნისი 2025 წელი

საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერისა და პროექტების მართვის განყოფილების ჩართულობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) თემატურ ბანაკში ჩვენი უნივერსიტეტის 6 სტუდენტი მონაწილეობდა. ბანაკის მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე: ახალგაზრდული შესაძლებლობები, პროექტების დაგეგმვა, სამოქალაქო ჩართულობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა. ასევე ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლები ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ და მათ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ. თემატურ ბანაკში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრები იმყოფებოდნენ.ბანაკის პროგრამა ოთხი დღისგან შედგება და მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ მათთვის საინტერესო მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში.2025 წელს თემატური ბანაკები ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, რვა ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031