აჭარის ხელოვნების მუზეუმში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

28 მაისი 2025 წელი
28 მაისს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ აჭარის მუზეუმის ორგანიზებით, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროექტების პრეზენტაცია. წარდგენა აფხაზეთობის და დამოუკიდებლობის დღეების კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მას ესწრებოდნენ აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი პროექტები: კულტურა-პლანეტარიუმი ლაშა სამსონია ხელმძღვანელი : გიორგი რამიშვილი, ფილარმონია- პროექტის ავტორი მარიამ ფარცახაშვილი ხელმძღვანელი ზვიად ბურჭულაძე, მუზეუმი-პროექტის ავტორი ლიკა კომახიძე ხელმძღვნელი ზვიად ბურჭულაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრიპროექტის ავტორი ნანა ნაგერვაძე ხელმძღვანელი ზვიად ბურჭულაძე, ქალაქ ბათუმის ხელოვნების სკოლის არქიტექტორული პროექტი ნაშრომის ავტორი გიორგი მურადიანი ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი, აჭარის ისტორიისა და ხელოვნების სასწავლო კვლევითი მუზეუმი ავტორი ქეთი დოლიძე ხელმძღვანელი ზვიად ბურჭულაძე, განათლება- დაბა შუახევის საჯარო სკოლისშენობის პროექტი ავტორი: ელიზბარ რამიშვილი ხელმძღვანელი ზვიად ბურჭულაძე, სკოლა- ავტორი; ლაშა სამსონია ხელმძღვანელი : გიორგი რამიშვილი, სპორტი- სპორტული ობიექტები ავტორი: დათო მსხილაძე ხელმძღვანელი : ზვიად ბურჭულაძე, საწყლოსნო კომპლექსი ავტორი გიორგი მურადიანი, ჯარი- საერთაშორისო სამხედრო-სასწავლობაზა ავტორი დიანა გოგიტიძე ხელმძღვანელი - გიორგი რამიშვილი, სოციალური პროეტები- ილის ქალაქი ავტორი - ნინო ბედინაძე ხელმძღვანელი - გიორგი რამიშვილი, ინფრასტრუქტურა-აჭარის ტელევიზია ავტორი - მათე თანდილავა ხელმძღვნელი - გიორგი რამიშვილი, კიბერ ტექნოლოგიური ბაზა ავტორი მეგი ბოლქვაძე ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი, კინოლოგიური ცენტრი ავტორი დიანა გოგიტიძე ხელმძღანელი გიორგი რამიშვილი, აფხაზეთი- სტადიონი სოხუმში ავტორი ნანა ნაგერვაძე ხელმძღვნაელი - ზვიად ბურჭულაძე, სტადიონი - დორთა არენა ავტორი - გიორგი გოგოხია ხელმძღვანელი - ზვიად ბურჭულაძე, სოხუმის აეროპორტი ავტორი ია ლოლუა ზელმძღვანელი - ზვიად ბურჭულაძე.