ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება), ფარგლებში შემოქმედებით-აღმზრდელობითი ღონისძიება ჩატარდა.

სურათი

21 მაისი 2025 წელი

17 მაისს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება), ფარგლებში ჩატარდა შემოქმედებით-აღმზრდელობითი ღონისძიება. უნივერსიტეტში წარმოდგენილ იქნა ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის V, VI და VII კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელსაც პედაგოგიური პრაქტიკის ხელმძღვანელი ნინო რურუა უძღვებოდა. სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, იმსჯელეს და განიხილეს სხვადასხვა კონტექსტში, მიიღეს რჩევები, მოისმინეს საინტერესო ლექცია, რომელსაც საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი მ. ჭიჭილეიშვილი და პროგრამის ლექტორი, მხატვარი ქ. ფილიპოვა უძღვებოდა.
აღნიშნული ღონისძიებით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარე სტუდენტებმა შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს და წარიმართოს ექსტრაკურიკულარული აქტივობა სასკოლო სივრცის მიღმა, არაფორმალურ გარემოში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031