სასწავლო-გასვლითი პრაქტიკა კახეთისა და ქართლის ძეგლებზე

16 მაისი 2025 წელი
9-11 მაისს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლის მიზნით განხორციელდა სასწავლო-გასვლითი პრაქტიკა კახეთისა და ქართლის ძეგლებზე. პრაქტიკაში ჩართული იყვნენ ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის II, III და IV კურსის სტუდენტები. პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სტუდენტებმა მოინახულეს სამონასტრო კომპლექსები, ტაძრები და ქალაქები: დავით გარეჯი (ნათლისმცემელი, ლავრა), ბოლნისის სიონი, ქვემო ბოლნისი, წუღრუღაშენი, აკვანება. მცხეთა (სვეტიცხოველი, ანტიოქიის მონასტერი, სამთავრო, ჯვარი, მ. მამულაშვილის ბაღი), ატენის სიონი, უფლისციხე.გასვლითი პრაქტიკის მიზანია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, მხატვრული ნიმუშის ნატურაში შესწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ქართული ხუროთმოძღვრებისა და კედლის მხატვრობის თავისებურებების გაცნობა-გაანალიზება.სასწავლო პრაქტიკის ორგანიზატორია ხელოვნების ისტორიისა და თეორიის (ხელოვნებათმცოდნეობის) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი.