ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის გასვლითი კონცერტი კვიპროსის ევროპულ უნივერსიტეტში

სურათი

4 აპრილი 2025 წელი

2025 წლის 23-26 მარტს კვიპროსის ევროპულ უნივერსიტეტში, მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პედაგოგებისა და სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკის პრეზენტაცია-კონცერტი.
ქართული კლასიკური მუსიკის ისტორიისა და განვითარების შესახებ ისაუბრა უნივერსიტეტის პროფესორმა ხათუნა მანაგაძემ. ქართული მუსიკის ნიმუშები შეასრულეს სტუდენტებმა დიანა ფალავანდიშვილმა, ირაკლი ჯინჭარაძემ, გიორგი გორჯელაძემ, ლიზი ნაგერვაძემ, მეგი ბაჯელიძემ, ზურაბ ჯეგნარაძემ, მაგდა გიგაშვილმა, ნია გვენეტაძემ. (კონცერტმაისტერები რუსუდან კვახაძე, ეკა სოსელია, ინსტრუმენტული ტრიოს ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა გოგოტიშვილი).
ქართული მუსიკის საღამოს ესწრებოდა საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30