ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა გაცვლითი პროგრამების შესახებ

21 მარტი 2025 წელი
20 მარტს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე სტუდენტებს ბხსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, სალომე ჩიკაშუამ, მიაწოდა ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ, დაფინანსების სხვადასხვა გზებსა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებზე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციაზე, სააპლიკაციო პროცედურებსა და ვადებზე.
ასევე განხილულ იქნა ინგლისური ენის ინსტიტუციური ტესტირების დეტალები და წარსულში გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების გამოცდილება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, მირანდა ბაღდადიშვილი, რომელიც სტუდენტებს ესაუბრა სტუდენტური პორტფოლიოს შედგენის წესებზე.
კონკურსით დაინტერესებულ სტუდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ბხსუ-ს სოციალური ქსელებიდან ან ადმინისტრაციიდან.