EASD Mestre Mateo-ს ხელოვნებისა და დიზაინის საერთაშორისო კვირეული ესპანეთში.

სურათი

10 მარტი 2025 წელი

2025 წლის 17-22 თებერვალს, ბხსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მოდის დიზაინის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, ინგლისური ენის მოწვეული პედაგოგი, სალომე ჩიკაშუა ერასმუს + პერსონალის მობილობის პროგრამით იმყოფებოდნენ EASD Mestre Mateo-ს (მესტრე მატეოს ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლა) ორგანიზებულ ხელოვნებისა და დიზაინის საერთაშორისო კვირეულზე ქ. სანტიაგო დე კომპოსტელაში, ესპანეთში.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა მოდის დიზაინის და პროდუქტის დიზაინის კონფერენცია, ვორქშოპი, გამოფენები და დეფილეები. კვირეულის მონაწილე ქვეყნები გახლდათ ესპანეთი, საქართველო, იტალია, ალბანეთი, კაბო-ვერდე, მოზამბიკა. კვირეულის მონაწილე უცხოურ უნივერსიტეტებთან დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიზნები საგანმანათლებლო და შემოქმედებით სფეროებში. ვიზიტისას მესტრე მატეოს ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლეს სკოლასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ერასმუს + პერსონალის მობილობის ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია 2027 წლამდე და გულისხმობს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პერსონალის მობილობას საგანმანათლებლო მიზნით.

პროექტის მხარდამჭერი და განმახორციელებელია CARTES-ის (ესპანეთის უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები) კონსორციუმი.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31