ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ხატია გორგოშაძე საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისთვის, კონკურსის შედეგად შეირჩა და სამინსიტრომ გრანტით (10 000 ლარით) დააფინანსა.

6 მარტი 2025 წელი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - მოდის დიზაინის მეორე კურსის სტუდენტი, ხატია გორგოშაძე 1 სემესტრის განმავლობაში, 2024 წლის 2 სექტებრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა, ლატვიის ხელოვნების აკადემიაში (Art Academy of Latvia) დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით - მოდის დიზაინი. ხატია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბხსუ-სშორის 2024 წლის 23 მაისს გაფორმებული N04-07/129 ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ევროპის უმაღლეს საგანმათლებლო დაწესებულებებში, საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისთვის, კონკურსის შედეგად შეირჩა და სამინსიტრომ გრანტით (10 000 ლარით) დააფინანსა.