სამეცნიერო შრომების კრებული «ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები – X”
24 დეკემბერი 2024 წელი
გამოიცა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულის „ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები- X“ ელექტრონული ვერსია. კრებულის თემატიკა მოიცავს კულტურისა და სახელოვნებო მეცნიერებების ფართო სპექტრს. ჟურნალის მიზანია სახელოვნებო მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა, თეორეტიკოს და პრაქტიკოს ხელოვანთა სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა.
სამეცნიერო შრომების მე-10 ტომში წარმოდგენილია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილოსოფიის, სოციოლოგიისა და სამართლის ინსტიტუტის, ყაზახეთის ქორეოგრაფიის ეროვნული აკადემიის, ბელორუსიის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-მკვლევართა ნაშრომები.
სამეცნიერო შრომების კრებული განთავსებულია „ღია ჟურნალის სისტემების“ (OJS-open journal systems) ელექტრონულ პლატფორმაზე, კრებულის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: https://artcriticism.openjournals.ge/index.php/sac