ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა

სურათი

2 დეკემბერი 2024 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტმა აკრედიტაციისათვის წარადგინა ხელოვნების მენეჯმენტის 2 სამაგისტრო პროგრამა 120 და 60 კრედიტიანი.  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცის საბჭოს 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ორივე პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა 7 წლის ვადით. 

            ხელოვნების მენეჯმენტის 60 კრედიტიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება შეუძლია კულტურისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებულ იმ პირებს, რომელთაც მმართველობით სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება აქვთ. მსურველები ხელოვნების უნივერსიტეტში ჩააბარებენ გამოცდებს სპეციალობაში და ინგლისურ ენაში (B2 დონე)  ან წარადგენენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ შესაბამისი დონის, დადგენილი წესით აღიარებულ სერთიფიკატს. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება მათთვის სავალდებულო არ არის.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031