ახალგაზრდული პროგრამა "აქსელერატორ_X | აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით" წარმატებით დასრულდა!
26 ნოემბერი 2024 წელი
ერთთვიანმა პროექტმა განსაკუთრებული ცოდნა და უნარები გამოუმუშავა ახალგაზრდებს მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად. მონაწილეებმა გაიღრმავეს სამეწარმეო კომპეტენციები, როგორიცაა კრეატიულობა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, სტრატეგიული აზროვნება და სირთულეების მარტივად გადაჭრის უნარი. ამ პროცესში ახალგაზრდები უშუალოდ გაეცნენ სოციალური მეწარმეობის პრინციპებს და პრაქტიკაში განავითარეს ისეთი უნარები, როგორიცაა შეუპოვრობა და ინოვაციური მიდგომების პოვნა. პროექტის დასრულებისთანავე, ყველაზე პერსპექტიული სოციალური საწარმოო იდეების მქონე სტუდენტებმა მიიღეს შემდგომი მხარდაჭერა ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსგან, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ იდეები რეალურად, გადავიდნენ სოციალური საწარმოს აქსელარაციის ეტაპზე, სადაც შეძლებენ რეალურად წამოიწყოს წარმატებული სოციალური საწარმოო საქმიანობა, ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსში და მოიპოვონ დაფინანსება კომპანიის გასაფართოვებლად.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის პროგრამის სტუდენტები გელა მოწყობილი, სალომე დავითაძე და მილა არჩაია. სტუმრები ეკა გეგეშიძე ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და მარიამ ნაჭყებია პროექტის დირექტორი.