ბულგარეთის საერთაშორისო კონფერენცია.

სურათი

23 ნოემბერი 2024 წელი

2024 წლის 21-22 ნოემბერს ბულგარეთის რესპუბლიკის ქალაქ პლოვდივის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც დისტანციური მუშაობის ფორმით მონაწილეობდნენ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი დისციპლინების დეპარტამენტის პროფესორი ერმილე მესხია (თემა „ღია ცის ქვეშ მუზეუმების როლი კულტურულ ტურიზმში“), ასოცირებული პროფესორი ჰამლეტ სანიკიძე (თემა „აგროტურიზმის განვითარების ტენდენციები აჭარაში“), დეპარტამენტის სპეციალისტი, მაგისტრი თამრიკო მესხია (თემა „რეგიონალური პროექტების მართვის თანამედროვე ტენდენციები“), ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ქეთევან ცეცხლაძე (თანამომხსენებელი, თემა „ღია ცის ქვეშ მუზეუმების როლი კულტურულ ტურიზმში“). კონფერენციის მონაწილეთა სტატიები დაიბეჭდება პლოვდივის უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციის კრებულში.

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031